ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 635 დაუდასტურდა, 2 244 კი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 204 003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 002 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 468 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 680 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში – 2 183 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.