საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში – 5206 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.