საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578 პირი.
შესაბამისად, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან კი საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.