ეკონომიკური კრიზისის და კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სხვა პროდუქტებთან ერთად, პურის რამდენიმე სახეობა გაძვირდა. პურის საყიდლად მისულ მომხმარებლებს ფასი 20-30 თეთრით გაზრდილი დახვდა.
როგორც საცხობებში დასაქმებულები ამბობენ, აღნიშნული ფასი საბოლოო არაა და პურზე ფასების მატება მომავალშიც მოსალოდნელია, რადაგნ ფქვილის ფასმა 10-დან 12 ლარამდე მოიმატა.
,,დღეს, პურზე ფასმა 30 თეთრით მოიმატა. ეს ფასი საბოლოო არაა და მომავლშიც მოსალოდნელია, რომ ფასები მოიმატებს. ეს გამოწვეულია პურის ფქვილზე ფასების მატებით. ფქვილზე ფასმა 10-დან 12 ლარამდე მოიმატა. ზოგი წონას აკლებს და ფასს იგივეს ტოვებს, ზოგი კი ფასს ზრდის და წონას ტოვებს, აბალნსებენ. ფასების მატებას კიდევ ვგეგმავთ, რადგან ზრდა მიდის, სხვანაირად შეუძლებელი იქნება,“ _ აცხადებს ერთ-ერთი საცხობის თანამშრომელი.
,,გურია ნიუსი“, ასევე ესაუბრა რამდენიმე მომხმარებელს.
როგორც ისინი ამბობენ, პური მთავარი პროდუქტია, ფასების მატება კი შიმშილობას გამოიწვევს.
მათივე თქმით, ხალხს უკვე წარმოუდგენელ სიტუაციაში უწვეთ ცხოვრება.
,,ასეთ დროს პურის გაძვირება არის სიკვდილის ტოლფასი. შიმშილით დავიხოცებით. ჩემი ოჯახი ექვსულიანია. შვილებმა სამსახური დაკარგეს. მე და ჩემს მეუღლეს გვიწევს, ჩვენი პენსიით ოჯახსი რჩენა. 440 ლარით რა უნდა ვიყიდოთ. პატარა ბავშვებს რა უნდა ვუყიდოთ. ჩვენი პენსია არც წამლებისთვის არის საკმარისი და არც საკვებისთვის. ხალხს წარმოუდგენელ სიტუაციაში უწევს ცხოვრება,“ – ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი.
,,გურია ნიუსთან“, საუბრისას, ასევე ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, მალე შიმშილობა დაიწყება.
,,საშინელ მდგომარეობაში ვართ. ხალხმა სამსახური და შემოსავლი დაკარგა. პური მთავარი პროდუქტია და მისი გაძვირება, მალე შიმშლობას გამოიწვევს. თითქმის ყველა პროდუქტზე ფასებმა მოიმატა. მაგალითად მე, ძალიან მიჭირს საკვები პროდუქტების ყიდვა. ოჯახში 3 დღე მხოლოდ ჩაის და პურს მივირთმევდით, ახლა პურიც თუ გაძვირდება, ვერც პურს ვიყიდით და შიმშლისთვის ვართ განწირულები. საერთოდ არავინ გვაქცევს ყურადღებას. არავის აინტერესებს რა მდგომარებაში ვართ. მათთვის მთავარია, რომ თვითონ კარგად არიან. მათი შვილები, რომ არ შიმშილობენ და ხალხი რა დღეში იქნება არ ანაღვლებთ,“ – ამბობს მომხმარებელი.
,,პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ კი ,,გურია ნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ პურ-პროდუქტების ფასის მატება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში იქცა დიდ პრობლემად.
,,ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. მთელ მსოფლიოში ძალიან დიდ პრობლემად იქცა პურ-პროდუქტების, ხორბლის და ფქვილის ფასები. რუსეთში 12 %-თ გაიზარდა ხორბლის და ფქვილის ფასი, პურ-პროდუქტების ფასი კი 6%-ით. რუსეთი არის ერთ-ერთი მწარმობელი და გამყიდველი ამ პროდუქტების, ერთ-ერთი მდიდარია დღეს მსოფლიოში. ასევე არის ავსტრალია, რომელსაც ხორბლის მოსავალი ყველაზე მეტი მოუვიდა, რასაც აწარმოებს და ყიდის.
მსოფლიოში 8 ქვეყანაა ხორბლის მწარმოებელი და გამყიდველი. ჩვენს რეგიონშია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი. ევროპაშია რუმინეთი და საფრანგეთი. ამერიკის კონტინენტზე კი ამერიკა და კანადა.
ყველაზე დიდი მოსავალი ავსტრალიამ მიიღო, მაგრამ იქიდან ვერ წამოიღებს, მაქედან კი არა აგერ, ჩვენები ყაზახეთიდანც ერიდებიან ხორბლის წარმოებას, იმიტომ, რომ სატრანსპორტო ლოჯისტიკა დახლოებით 100 დოლარი ჯდება, გზა ძალიან ძვირია. თუ რუსეთს შევადარებ 18 დოლარი ჯდება ჩამოტანა. ძალიან დიდი სხვაობაა.
არსებობს ორი ბირჟა, სადაც ხდება მსოფლიოში ხორბლის ფასების ჩამოყალიბება. ამ ბირჟებზე ფასი საშუალოდ 250 დოლარია, თუ შარშანდელს ავიღებთ იმ დროს 180 – 200 დოლარი იყო საშუალო ფასი. ხორბლის ფასი, საკმაოდ შესამჩნევად არის გაზრდილი.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით მილიონ ტონამდე ხორბალს მოიხმარს, მაგრამ 180 ათას ტონას აწარმოებს. ეს არის ყველაზე დიდი ციფრი რასაც საქართველო აწარმოებს, კახეთის რეგიონში. რაც საკმარისი არ არის. ფასის მატება მარტო საქართველოში არ ხდება, ეს მთელ მსოფლიოში ხდება, ამას ხელს უწყობს კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისი“,_ გვეუბნება დოლიძე.
მისვე თქმით, საქართველში პურზე ფასების მატება, მოსალოდნელი არაა.
მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ სუბსიდირების პროგრამას ქარხული ტიპის პურის მწარმოებელი საცხობები იმ პირობით იღებენ, რომ პურზე ფასს არ გაზრდიან, რაც შეეხებათ თონეებს და მსგავსი სახის პატარა საცხობებს, მათ სუბსიდირება არ ეხებათ. ამიტომ შესაძლოა ფასს ზრდიან და უფრო მეტიც, ბალანსისთვის, მათი ნაწილი პურს წონას აკლებს.
„რაც შეეხება საქართველოში პურზე ფასების მატებას, მოსალოდნელი არაა, რადგან სუბსიდირების პროგრამა და საცხობები, რომლებიც ქარხნული ტიპის პურს, ანუ ქვის პურს აწარმოებენ ამ სუბსიდირებას იმ პირობით იღებენ, რომ ფასს არ გაზრდიან პურზე. თუ ავიღებთ პატარა საცხობებს და თონეებს, მათზე სუბსიდირება არ კეთდება და შეიძლება ისინი ზრდიან ფასს 20-25 თეთრით. მათი ზოგი ნაწილი კი პურს წონას აკლებს, რომ დააბლანსონ და მომხმარებლები არ დააფრთხონ.
წარმოების პროცესს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ბუნებრივი გაზის ფასის ზრდა პურის მწარმოებლებს არ შეხებიათ, რაც ხელშესაწყობია,“ – მალხაზ დოლიძემ.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ პურის ფასი არ გაიზრდებოდა, რადგან მთავრობა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასს დაასუბსიდირებდა. მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ ისინი დამხარების გარეშე რჩებიან.