როდესაც მამალი ლეკვი დედალ ლეკვს ეთამაშება, ის თავის კონკურენტს ყოველთვის აგებინებს, თუნდაც, ფიზიკურად მასზე ძლიერი იყოს.
ძროხებს საუკეთესო მეგობრები ჰყავთ, რომლებთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ.
პინგვინები, როდესაც თავიანთ რჩეულებთან შეწყვილების წინადადებით მიდიან, კენჭები მიაქვთ.
იაპონური მაკაკები, სწრაფი კვების სავაჭრო აპარატებში, საკვების შესაძენად მონეტებს იყენებენ.
ჩინეთში პანდის მოკვლა სიკვდილით ისჯება.
ზღვის წავები ძილის დროს, ერთმანეთს თათებით ეჭიდებიან, რომ დინებამ არ წაიღოს.
დელფინები ერთმანეთს სახელებს არქმევენ.
ციყვები ყოველწლიურად ათასობით ხეს რგავენ, რადგან მათ ავიწყდებათ, თუ სად ინახავენ ნაპოვნ რკოს.
იაპონური მაკაკები ზამთარში გუნდაობით ერთობიან.
ზღვის ცხენები, ისევე როგორც ხმელეთის ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენლები, ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთ პარტნიორს ირჩევენ და დაწყვილების შემდეგ, გადაადგილებისას, ერთმანეთს კუდებზე ეჭიდებიან.
ვიდრე ბარტყი გამოიჩეკება, მას დედასთან და სხვა ბარტყებთან ურთიერთობა, სპეციალური ბგერებით, კვერცხის ნაჭუჭიდან აქვს.
ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი განუმეორებელია და მისი გამოყენება ცხოველის იდენტიფიკაციისთვის არის შესაძლებელი.
ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ერთმანეთთან ხუმრობა შეუძლიათ.
პეპლები გემოს ფეხებით გრძნობენ.
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თხებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქცენტები აქვთ, საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით.
კატები თავის ნდობას პატრონებისადმი, ადამიანის სხეულზე შუბლის მიდებით გამოხატავენ და ამით იმასაც ატყობინებენ, რომ ის უსაფრთხოდ არის.