ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებული კონკურსის გასაუბრებაზე სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დედა ქეთევან მოსახლიშვილი იმყოფება. მან “გურია ნიუსთან” კომენტარი არ გააკეთა. მოსახლიშვილს კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავება სურს, აღნიშნულ პოსტზე მოსახვედრად კონკურსში აღნიშნული სამსახურის ყოფილი უფროსი მარინა ჯაფარიძეც მონაწილეობს, რომელიც ამჟამად განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადებული კონკურსი მიმდინარეობს.
აღნიშნულ კონკურსში სოფლებში მერის წარმომადგენლების თანაშემწეებისა და რამდენიმე სამსახურისა და განყოფილების უფროსების პოსტზე დასანიშნი პირები მესამე ეტაპს გაივლიან.
კონკურსში სულ 206 პირი მონაწილეობს. დღეს კი 51 აპლიკანტთთან მოხდება გასაუბრება.
აქვე გასაუბრებაზე შესასვლელად ემზადებიან ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები: გიგა ხარაბაძე, მარინა ჯაფარიძე, ციცო ტუღუში, გოგი ინწკირველი.
კომისიის წევრები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი მარინა ქერქაძე; „პროფესიული კავშირის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თეიმურაზ ქინქლაძე; ოზურგეთის დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თეა უჯმაჯურიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გია გიორგაძე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე.
ამავე თემაზე:კონკურსი ოზურგეთის მერიაში
სახალხო დამცველი: “მე რა შუაში ვარ? დედაჩემის კარიერა გუშინ არ დაწყებულა”
ხომერიკი: “როცა ასეთ დროს ომბუდსმენის დედა კონკურსში მონაწილეობს, ვის ვესაუბრო სამართლიანობაზე?!”