https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სახელმწიფოს პაპუაშვილთან საუბრის და მორიგების პროცესში ჩართვის ეშინია”

7:02; 28.02.2018
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დავალების საფუძველზე, სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია ცნობილი გახდა _ სახელმწიფო თანახმაა, როლანდ ბლადაძეს გადასცეს ალტერნატიული ფართი და სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით, მხარესთან გამართოს დამატებითი შეხვედრები და კონსულტაცია.

“ეკონომიკის სამინისტროს 23 თებერვლამდე ჰქონდა ვადა, მორიგების თაობაზე წარმოედგინა ალტერნატიული წინადადებები. როგორც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოს 19 თებერვალს გაეგზავნა, სახელმწიფო მზადყოფნას გამოთქვამს, რონალდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამ საკითხზე მხარესთან აქტიური კონსულტაციების უზრუნველყოფასთან მიმართებით. ჩვენ მორიგების წინადადებას განვიხილავთ, როგორც დავის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტის შესაძლებლობას. თუმცა, საფუძვლები და შედეგი უნდა იყოს არა დისკრიმინაციული და უთანასწორო, არამედ ღირსეული და სამართლიანი”, _ ამბობს “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი, როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი.

მისივე თქმით, პირველი შეხვედრა მხარეებს შორის 26 თებერვალს უკვე შედგა, სადაც მათ ის საკითხები გაიარეს, რაზეც ეკონომიკის სამინისტროს წერილშია საუბარი:

“სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, 2018 წლის 26 თებერვალს შეხვედრა შედგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. გავიარეთ ის საკითხები, რომელზედაც სამინისტრო საუბრობდა თავის წერილში. კერძოდ, სად, რა ღირებულების და რამდენი კვადრატული მეტრის ალტერნატიული ფართი უნდა ყოფილიყო გადაცემული როლანდ ბლადაძისთვის. გარდა ამისა, დავინტერესდით, თუ სახელმწიფო როგორ ხედავს იმ ზიანის ანაზღაურების საკითხს, რომელიც როლანდ ბლადაძეს მიადგა 2004 წლიდან უკანონო პოლიტიკური დევნის შედეგად, დაირღვა მისი საკუთრების უფლება, პირადი, ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, არასრულწლოვანი შვილების განათლების უფლება, უკანონო მსჯავრის შედეგად მისი პატივის და ღირსების შელახვის უფლება.

ევროსასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას უსერიოზულესად აღიქვამს. როლანდ ბლადაძის ფაქტი არის ტესტი, იმის შესახებ, რომ ევროკონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლების ფეხქვეშ გათელვა შეძლო ქართულმა სახელმწიფომ მისი აღმსრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ჩართვით 2004-2012 წლებში და სამწუხაროა, რომ ქართული სასამართლოები აგრძელებენ სისტემური დანაშაულის მფარველობას და მოცემულ შემთხვევაში ერთადერთ იმედს როლანდ ბლადაძისთვის წარმოადგენს მიუკერძოებელი და თავისუფალი საქართველოს უზენაესი სასამართლო და ის 3 მოსამართლე _ ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი, რომლებსაც ჩვენ ვუცხადებთ ნდობას და ვერც ერთ შემთხვევაში ამ მოსამართლეების მიმართ მხარეს არ გააჩნია მიკერძოების ეჭვი. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროსთან ვმსჯელობდით მორიგების პირობებთან დაკავშირებით და ის კონკრეტული წინადადებები, რაც გულისხმობს ალტერნატიულ ფართს, ამჟამად განხილვის პროცესშია. მხარეებს გაგვაჩნია ვადა, 9 მარტის მდგომარეობით შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ იმ პირობებზე, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში თავს შევიკავებ პირობების კონკრეტული დასახელებისგან, რომლებიც ამ პროცესში გამოიკვეთა, რადგან პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას პროცესის წარმატებით თუ წარუმატებლად დასრულების მიზეზებთან დაკავშირებით”, _ ამბობს კაიკაციშვილი.

როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში როლანდ ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, საქმე მორიგებით უნდა დასრულდეს, უნდა მოხდეს ალტერნატიული ფართის გადაცემა ბლადაძისთვის, ზიანის ფულადი სახით კომპენსაციას კი მოსარჩელე მხარე გამორიცხავს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ფულადი სახის კომპენსაციის შესახებ მკაფიო უარი ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტთან გამართულ შეხვედრაზე ბლადაძემაც განაცხადა:

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქმე დავასრულოთ მორიგებით _ მოსარჩელე როლანდ ბლადაძემ მიიღოს ღირსეული ალტერნატიული დაკმაყოფილება, რაც მნიშვნელოვანია და ამ საკითხებს პირველად თქვენთან ვამბობ, გუშინწინ იყო ეს შეხვედრა სამინისტროში და შესაბამისად, რაც, თავშივე გამოირიცხა, არის როლანდ ბლადაძისთვის ზიანის ანაზღაურება ფულადი სახით.

ამ საკითხზე ბლადაძემ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ის არ ეთანხმება თანხის მიღებას სახელმწიფოსგან, რადგან მისი ერთადერთი მიზანი არის ალტერნატიული ფართი მორიგების პირობებში, თუ მისი პირვანდელი ქონება ვერ დაუბრუნდება ამ შემთხვევაში და დარჩება გიორგი პაპუაშვილს. შესაბამისად, როლანდ ბლადაძე სახელმწიფოს მიერ რეპრესიული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდა საკუთრების უფლების გარეშე საქართველოში. მას დღევანდელი მდგომარეობით არც ერთი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია საკუთრებაში და ერთადერთი სადაო ბინა მდებარეობს ქალაქ ბათუმში, სადაც ყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ არ ვთანხმდებით და ეს არის ჩვენი კატეგორიული პოზიცია ამ მორიგების ფარგლებში თანხას ზიანის ანაზღაურების მიმართულებით, რომელიც შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან იყოს შემოთავაზებული. ჩვენ იმიტომ წავედით სახელმწიფოსთან მორიგების წინადადებაზე, რომ სახელმწიფომ დაპირება გააკეთა თავისი ოფიციალური წერილით, რომ ის ალტერნატიულ ფართს გადასცემდა ბლადაძეს”, _ ამბობს კაიკაციშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფოს პაპუაშვილთან საუბრის და მორიგების პროცესში ჩართვის ეშინია:

“გვესმის, რომ საქმე არის ძალიან რთული და პრეცედენტული; ისიც გვესმის, რომ სადაო ქონების მესაკუთრე არის გიორგი პაპუაშვილი ამჟამად, რომელთანაც სახელწიფოს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეშინია დიალოგის და მისი მორიგების პროცესში ჩართვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყოს აღქმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ყოფილი მოსამართლის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ზემოქმედების საშუალებად.

საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ დავას ჰყავს 3 მხარე _ გიორგი პაპუაშვილი, როლანდ ბლადაძე და სახელმწიფო. გიორგი პაპუაშვილი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, თუნდაც ამ მორიგების პროცესში, რადგანაც საკითხი ეხება მასთან სადაო ქონების გარკვევას”, _ ამბობს კაიკაციშვილი.

როლანდ ბლადაძის ადვოკატის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციები გაგრძელდება:

“რონალდ ბლადაძემ ითხოვა გონივრული ვადა _ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ალტერნატიული ფართის დაპირების ირგვლივ წარმოდგენილი საკითხები შეაფასოს. კონსულტაციები გაგრძელდება ეკონომიკის სამინისტროსთან. არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე და სერიოზული პროცესი, რომელიც ეკონომიკისა სამინისტროსთან მიმდინარეობს, ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება”, _ ამბობს კაიკაციშვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმის მიუხედავად, შედგება თუ არა მხარეთა შორის მორიგება, საქმეზე შემაჯამებელი სხდომის თარიღი უკვე დადგინდა _ სასამართლო შემაჯამებელ სხდომას საქმეზე 2018 წლის 9 მარტს, 14:00 საათზე გამართავს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: “საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

ცნობისთვის: 2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განმხილველი მოსამართლეების _ მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა.

2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა _ ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე.

2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე, მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა,ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით. სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში, საქმეზე ზეპირი მოსმენით სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2 თებერვალი, 2026
სამართალი

გაუპატიურება ცოლად შერთვის მიზნით _ რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს

11:44; 2 თებერვალი, 2026
სამართალი

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

11:21; 2 თებერვალი, 2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1 თებერვალი, 2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1 თებერვალი, 2026

"რა უნდა მეთქვა, მუშაობს კაცი და რაღა მაქვს სათქმელი" _ ტატუნაშვილის მამა შს მინისტრზე

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 23 % - ით გაიზრდება

ყველა სიახლე

ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026
საზოგადოება

„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს _ პროფესორი

12:56; 2.02.2026
მსოფლიო

ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

12:43; 2.02.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“ – მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს

11:50; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო