“სახელმწიფოში კი არა ბოსტანში ვცხოვრობთ და ალაგ-ალაგ ყანაში”, _ ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტი პატრიარქთან და ბიძინა ივანიშვილთან დამატებითი კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებდა
ყველამ ვიცით, რომ სინოდის ოფიციალური მიმართვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, გვარს არ დავასახელებ და ქ-ნი სალომე, პატრიარქთან და ბიძინა ივანიშვილთან დამატებითი კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებდა. ან პატრიარქს ან ივანიშვილს რომ ჰქონოდა მკაფიო და ცალსახა პოზიცია დეკანოზის გათავისუფლების თაობაზე, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტად მომუშავე ეს სამარცხვინო მარიონეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავდა მის პატიმრობაში დატოვებას. და კიდევ, რაის პატრიარქის მკვლელობა? რამდენადაც ვიცით დეკანოზ მამალაძეს სულ სხვა პირის მოწამვლის მცდლობა აქვს ბრალად წაყენებული! და რაის რომის პაპი და თურქი ტერორისტი? ასეთი იდიოტური პარალელი მარტო ბიძინას პიარშჩიკებს შეიძლებოდა მოსვლოდათ თავში მოკლედ, სახელმწიფოში კი არა ბოსტანში ვცხოვრობთ და ალაგ-ალაგ ყანაში”, _ წერს ზურაბიშვილი.