უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ასპირინის მოხმარება კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს შეიცავს, მაგრამ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, წამლის მოხმარებას ბევრად უფრო ფატალური შედეგები მოაქვს. აღნიშნულ ინფორმაციას THE TELEGRAPH ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ასპირინის ყოველდღიურად მოხმარების შედეგად წელიწადში 3000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.
მკვლევარების თქმით, წამალს დიდი ბრიტანეთის პენსიონერების 40% , ისინი, ვისაც გულის შეტევა ან ინსულტი აქვთ გადატანილი, ასევე ისინი, ვისაც გულის შეტევისგან თავის დაზღვევა სურთ, თანაბრად მოიხმარს.
მათივე თქმით, 75 წელს მიღწეული მოხუცების დაღუპვის მიზეზი, ხშირად, ასპირინის მოხმარების შედეგად გამოწვეული სისხლის გათეთრება ხდება, რის გამოც, სისხლის გათეთრების თავიდან აცილების მიზნით სხვა მედიკამენტიც უნდა მიიღონ.
მკვლევარები ასევე ამბობენ, რომ არავინ უნდა შეწყვიტოს აბების მიღება უცბად და ექიმის კონსულტაციის გარეშე, რადგან წამლის მიღების უცბად შეწყვეტამ შესაძლოა გულის შეტევის რისკი გაზარდოს.