ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან სახლში, სამ ნომერში , პირველ სართულზე ყველგან გამონგრეულია შიდა კედლები და განთავსებულია სხვადასხვა (სილამაზის , მარკეტი, სამეურნეო დანიშნულების, საცხობი) სალონი თუ მაღაზიები.
აქ მომუშავე ადამიანებმა გვითხრეს, რომ ისინი მხოლოდ დაქირავებული პირები არიან და არაფერი იციან სახლის პირველი სართულის რეკონსტრუქციის თაობაზე.
კითხვაზე, ეშინიათ თუ არა ასე კედლებგამოცლილ ოფისებში მუშაობა, ზოგმა აქეთ დაგვისვა კითხვა: „კი არის კედლები გამოცლილი, მაგრამ საყრდენი რომელს ჰქვიაო?“ (?!)
უცნაური აზრი გამოთქვეს იქვე მყოფმა ადამიანებმა: „ეს ორი კორპუსი გასული საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული და კომუნისტების დროს ნაშენი ადვილად არ დაინგრევაო.“
როცა შევახსენეთ, რომ ბათუმში დანგრეული კორპუსიც კომუნისტების დროს იყო აგებული, ირონიულად შემოგვწყრნენ: „ჩვენთვის მოიცალეთ?“
[sexy_author_bio]