„დღეს დილით დადასტურდა სამწუხარო შემთხვევა გარდაცვალებისა, კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული დაავადებით. ეს გახლავთ 79 წლის ქალბატონი, რომელიც შევიდა 31 მარტს თსსუ-ში და გარდაცვალება დაფქსირდა დღეს დილით. ძირითადი დიაგნოზი გახლავთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება Covid-19 და მწვავე პნევმონია. გართულებები არის მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved