ამ წუთებში ხანძარია ხონში, ჩაის მეურნების დასახლებაში. როგორც “გურია ნიუსს” ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ განუცხადა, ძირითადად, იწვის ჩაის პლანტაციები.
“საკმაოდ ფართო მასშტაბზეა ხანძარი გავრცელებული. ადგილზე შვიდი სახანძრო მუშაობს და დამატებით ველოდებით კიდევ ერთს”, _ განუცხადა “გურია ნიუსს” ჯურხაძემ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.