https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საქმე #201 ჩიხლაძე თ.ვ. და სხვები _ “და იყო განაჩენი სასტიკი და უსამართლო”

12:02; 27.02.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. “თვითმფრინავის საქმიდან” 34 წელი გავიდა, საზოგადოების ინტერესი ამ საქმის ირგვლივ დღემდე მაღალია და თან _ არაერთგვეროვანი. “თვითმფრინავის საქმის” შესახებ დაიწერა მრავალი სტატია, მიეძღვნა წიგნები, დაიდგა სპექტაკლი და ამჟამად იღებენ ფილმს. ჩვენი რუბრიკის გმირი თვითმფრინავის საქმეზე დახვრეტლი სასულიერო პირი, მღვდელ-მონაზონი თეოდორე (თეიმურაზ) ჩიხლაძეა, რომლის შესახებ სასაუბროდ ჩოხატაურის მკვიდრს, ამჟამად ამერიკაში მოღვაწე დეკანოზ კონსტანტინე პაიჭაძეს დავუკავშირდით. მამა კონსტანტინე ლოს ანჯელესის წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოს წინამძღვარია. მან თავის დროზე წიგნი მიუძღვნა მამა თეოდორეს საქმეს.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, თვითმფრინავის საქმეზე დახვრეტილი სასულიერო პირის შესახებ თქვენ გამოეცით წიგნი, როგორ გაჩნდა ეს იდეა და, ზოგადად, რას გვეტყვით წიგნის შესახებ.

_ მეოცე საუკუნე განსაკუთრებულად სისხლიანი იყო _ ომები, რევოლუციები და ქრისტეანეთა გაუგონარი დევნა ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ. მრავალი ქრისტესთვის თავდადებულის ცხოვრება შემორჩა ხალხის მეხსიერებას. ვინც თავი დადო ქრისტესთვის. ღვაწლთა შორის  გამორჩეულია მოწამეობრივი აღსასრული. ასე შეიქმნა XX საუკუნის წმიდა მოწამეთა დასი. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ტოტალიტარული მმართველობის დროს მოწყვეტილი ყველა ახალმოწამე წმიდანად შერაცხა. ხსენების დღედ დადგენილია 27 აგვისტო. შეიქმნა ხატი, რომელზეც გამოსახულია  წმინდანად შერაცხული რამდენიმე სასულიერო პირი და მრავალი შარავანდედი, რაც მოიაზრებს თითოეული იმ ადამიანის წმიდათა დასში ყოფნას, რომელთა ცხოვრება არ შემოგვრჩა, მაგრამ ქრისტესთვის იქნენ მოკლულნი.

გადავწყვიტე შემეგროვებინა ასეთი ბიოგრაფიები და გამომეცა წიგნად. პირველად გამოვეცი წიგნი _ “მათ არ უღალატეს ქრისტეს”, რასაც მოჰყვა შემდეგი გამოცემები: “გულნი ქრისტესთვის გამზადებული” და “მაშვრალნი და ტვირთმძიმენი”. ყველა ეს წიგნი ბიოგრაფიული ხასიათისაა და მათში აღწერილია იმ სასულიერო თუ საერო პირთა ცხოვრება, რომლებმაც ბოლომდე გაუძლეს ბოლშევიკურ რეპრესიებს და არ დაუტევეს ქრისტეს მსახურება. ბოლო წიგნი კი მივუძღვენი “თვითმფრინავის საქმეზე” უდანაშაულოდ დახვრეტილ მამა თეოდორეს. წიგნის სათაური აღებულია თვით საქმის მასალებიდან, რითაც დაკვალიფიცირდა საბოოლოდ ეს საქმე. “საქმე #201 ჩიხლაზე თ.ვ. და სხვები”. წიგნში განხილულია სასამართლოს განაჩენი. ანუ, წიგნი მთლიანად დოკუმენტურია.

მამა თეოდორე, კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილ სასულიერო პირთაგან, უკანასკნელია. მას შემდეგ რეჟიმი სასულიერო პირს აღარ შეხებია.

_ სიტყვიერი პორტრეტისთვის, მოგვიყევით მამა თეოდორეს პიროვნების შესახებ.

_ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს შევეცდები, ძირითადად, წიგნში აღწერილი მონაკვეთებით ვუპასუხო.

მღვდელ-მონოზონი თეოდორე (ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე) დაიბადა თბილისში 1951 წლის 30 ივნისს. ის სასკოლო ასაკიდანვე გამორჩეული იყო თავისი მსოფლმხედველობით. ბავშვობიდანვე მოიძულა კომუნისტური სამყარო. ასაკის სიმცირეს მისთვის ხელი არ შეუშლია გამოეხატა განსხვავებული აზრი, არ შეშინებოდა რეჟიმის და მისი აშკარა მოწინააღმდეგე ყოფილიყო. ამის საჩვენებლად მოვიყვან ციტატას  დაკითხვის ოქმიდან:

“მე კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწეოდი 15 წლიდან. გული მქონდა აცრუებული ჩვენს ხელისუფლებაზე, რადგან ჯერ ერთ რაღაცას იტყვიან და ამტკიცებენ და შემდეგ იმის საწინააღმდეგოს ამბობენ. ეს გარემოებები ჩემზე ზეგავლენას ახდენდა”…

მამა თეოდორეს ამ პასუხიდან ნათლად სჩანს, მე-8 კლასელი მოსწავლე რას ფიქრობდა საბჭოთა წყობაზე მაშინ, როცა მისი თანატოლების უმეტესობა სამყაროს მხოლოდ ლენინიზმის იდეოლოგიის თვალით ხედავდა. ფაქტია, რომ 60-70-იან წლებში ამგვარი მსოფლმხედველობა, რაც მოზარდ თეოდორეს ჰქონდა, მეტისმეტად საშიში იყო. 

მამა თეოდორეს ანტისაბჭოთა შეხედულებები არ შემოფარგლულა მხოლოდ ფიქრებით, არამედ მუდამ თავისუფლების ძიებაში მყოფი, ნებისმიერი ფორმით გამოხატავდა რეჟიმისათვის მიუღებელ იდეებს.

აღსანიშნავია, რომ მამა თეოდორემ ჩამოაყალიბა საქართველოში პირველი ჰიპური მოძრაობა, რომელსაც თავად ედგა სათავეში, მაგრამ მისი ხედვები აქაც განსაკუთრებული და განსხვავებული იყო, ქართველ “ჰიპთა” საზოგადოებაშიც განსხვავებული და თავისებური მიდგომები ჰქონდა. ის მხოლოდ არსებული პოლიტიკური წყობის მოწინააღმდეგეებს კი არ აერთიანებდა, არამედ ეძებდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, ათავისუფლებდა მათ რეჟიმის დაშტამპული აზროვნებისგან და აძლევდა საშუალებას, მოენახათ გზები, იდეოლოგიისგან თავისუფალი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად.

_ რა აკავშირებდათ მამა თეოდორეს და “თვითმფრინავის ბიჭებს”?

_ რა ურთიერთობა და კავშირი ჰქონდა ბიჭებთან მამა თეოდორეს, ამას იგი სრულად ასახავს დაკითხვის ოქმში.

“საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბრალი მედება მასში, რომ 1979 წელს გავიცანი დათო მიქაბერიძე და სოსო წერეთელი. მე სოსო წერეთელი გავიცანი 1978  წელს და იგი ასრულებდა კერძო დიაკვნის სამსახურს. იყო მოწოდება, რომ საქართველოში აღდგენილიყო სამონასტრო ცხოვრება, ჩვენ ოფიციალურად დავალებული გვქონდა, შეგვედგინა მსურველთა სია, შედგომოდა საეკლესიო სამსახურს, აღკვეცილიყო ბერად და მთელი ცხოვრება გაეტარებინა მონასტერში. ეს დავალება ჰქონდათ მიცემული სხვა პირებსაც. მე შევუდექი ამ დავალების შესრულებას სოსო წერეთელთან ერთად…  მე და სოსო წერეთელმა დავიწყეთ ჩვენი მსოფლმხედველობის ამაღლება. სოსო იყო ძალიან მონდომებული და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვცხოვრობდით ისე, როგორც წესი იყო.  ჩვენ უარი ვთქვით სიგარეტსა და სასმელზე. ვცდილობდით, ეს წესი დაგვეცვა, ჩვენ ვიცავდით ამ წესებს. . .

თევზაძემ მოიყვანა კახა ივერიელი ჩემთან სახლში. აღმოჩნდა რომ იგი იყო კეთილი ახალგაზრდა, პატრიოტი თავისი ქვეყნისა.

კახა ივერიელმა თქვა, ღმერთი არ მწამსო. მე ვუთხარი კახას, რომ შეესწავლა სახარება და  მოიპოვებდა სულის სიმშვიდეს, იქ ყველა კითხვაზე ნახავდა პასუხს.მე დავუწყე მას სახარების ანბანის სწავლა. კახას შევხვდი ჩემთან სახლში 10-ჯერ. ჩვენ გვქონდა რელიგიაზე საუბარი. გამოითქვა აზრი, რომ დასავლეთში იყო თავისუფლება, ითქვა, რომ ლუმუმბას სახელობის ინსტიტუტში იყო საშუალება უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირების და აქვე მითხრა, რომ იქ სწავლობდა მისი ძმა _ პაატა ივერიელი. 

რამდენიმე თვის შემდეგ, შევხვდი ჩემთან სახლში პაატა ივერიელს. . .  მე დავინტერესდი მისი პოლიტიკური მრწამსით, იგი რელიგიის მიმართ იყო მწყრალად და არ იყო რელიგიის მიმდევარი. გადავწყვიტე მისთვის  მექადაგა რელიგია, რომ გამხდარიყო ღვთის შვილი. . .

მე წინააღმდეგი ვიყავი გერმანე კობახიძეს ურთიერთობა რომ ჰქონოდა ჩვენთან. მე ვიცნობდი მას ქართული ფილმიდან “ლაზარე”. მაგრამ იგი ძალიან პატარა მეგონა. სულ შევხვედრივარ 4-5-ჯერ. თინათინ ფეტვიაშვილს შევხვდი სამჯერ, მასთან რაიმე საუბარი არ მქონია”.

მამა თეოდორეს საუბრიდან ნათლად ჩანს, როგორ პირნათლად ასრულებდა ის მღვდელმსახურის მოვალეობას, როცა ინტერესდებოდა ყველა შემხვედრის რელიგიური მრწამსით და შეძლებისდაგვარად, ცდილობდა, ეს პიროვნება გაეთვითცნობიერებინა მართლმადიდებლურ რელიგიაში და ამ გზით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ექცია ღვთის შვილად. მამა თეოდორე ახალგზრდებს თავის ბინაზე ხვდებოდა და ასწავლიდა, სამყარო დაენახათ არა საკუთარი წარმოსახვებით, არამედ საღმრთო თვალით. კეთილმსახური მოძღვარი ცდილობს, ასწავლოს მათ, რომ სახარებაში არის პასუხი ყველა კითხვაზე, რომ თავისუფლება, უპირველესად, ღმერთშია და მის გარეშე არ არსებობს ხსნა და გადარჩენა.

_ რა ბრალდებით დააკავეს მამა თეოდორე?

მამა თეოდორე დააკავეს როგორც ბანდის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. მაგრამ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ის არც ხელმძღვანელი იყო და არც ორგანიზატორი. მეტიც, დაკითხვის ოქმშიც მინიშნებულია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდათ მასთან კავშირი.

თვითმფრინავის გატაცება მოხდა 1983 წლის 18 ნოემბერს, ხოლო მამა თეოდორე დააკავეს 1984 წლის 2 თებერვალს. საეჭვოა საკავშირო სუკ-ის რჩეულ გამომძიებლებს, ამ ხნის მანძილზე ვერ მიეგნოთ “ბანდის”  ნამდვილი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. არადა, ის, რომ მამა თეოდორე არ იყო დამნაშავე, თავად განაჩენსა და დაკითვის ოქმშიც არ ფარავენ.  “1983 წლის ნოემბრის დასაწყისიდან 18 ნოემბრამდე (თვითმფრინავზე თავდასხმის დღემდე) ბანდიტური ჯგუფის წევრები ღებულობენ ცალმხრივ გადაწყვეტილებას და რამდენიმე თავყრილობას აწყობენ თ.ვ.  ჩიხლაძის მონაწილეობის გარეშე. . .

…ბანდიტური ჯგუფის წევრებმა, თავისი ინიციატივით, მიიღეს ზემოხსენებული გადაწყვეტილება იმ მოტივებით, რომ ამ პერიოდისთვის “რაღაც საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით განაწყენდნენ ჩიხლაძეზე და გარდა ამისა ” აღარ უნდოდათ  ყოფილიყვნენ ჩიხლაძის გავლენის ქვეშ, საზღვარგარეთ გასვლის შემდეგაც, მათ სურდათ დამოუკიდებლად ეცხოვრათ”. 

ასე რომ, აშკარაა და სახეზეა მამა თეოდორეს უდანაშაულობა წაყენებულ ბრალდებათა ამ მუხლებში. მამა თეოდორე ამ პერიოდისთვის თბილისშიც არ იმყოფებოდა. მეტიც, განაჩენში აღნიშნულია, ვინ აიღო რეალურად ჯგუფის ხელმძღვანელობა თავის თავზე:

“1983 წლის 15 და 16 ნოემბერს, დაბა წყნეთში, დ.რ. მიქაბერიძის  მშობლების აგარაკზე იკრიბებიან ბანდის წევრები:  ი.კ. წერეთელი, დ.რ. მიქაბერიძე, კ.ვ.ივერიელი, პ.ვ. ივერიელი გ.თ. ტაბიძე, გ.მ. კობახიძე, სადაც ბანდიტური ჯგუფის ხელმძღვანელის როლი თავის თავზე აიღო კ.ვ. ივერიელმა”.

ცხადია, ხელისუფლება მოქმედებდა მხოლოდ იმ სურვილით, რომ საბჭოთა ინტელიგენტთა ოჯახებში აღზრდილი შვილები კი არა, მღვდელი ყოფილიყო ამ საქმის ხელმძღვანელი. რაც იმ პერიოდისთვის კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს ეკლესიის უარყოფით როლს საბჭოთა ადამიანის აღზრდაში.

_ როგორ ფიქრობთ, მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, მამა თეოდორეს ჰქონდა თუ არა გადაცდომა მათთან ურთიერთობაში, როგორც სასულიერო პირს, როგორც მოძღვარს?

_ მამა თეოდორეს არამც თუ გადაცდომა ჰქონდა ამ საქმეში, არამედ  მან აჩვენა ჭეშმარიტი სახე მოძღვრისა.

როდესაც მღვდელი გარდაიცვლება, მის სახეს მცირე დაფარნით ბურავენ. ეს სიმბოლურად ნიშნავს, რომ მან თავისი სულიერი შვილის აღსარება არ გასცა, არამედ დაიცვა და დაიმარხა უკუნისამდე. გარდა იმისა, რომ მამა თეოდორემ დაიცვა აღსარების საიდუმლო, შეეცადა, საკუთარ თავზე აეღო ყველას დანაშაული და ამ გზით ეხსნა ისინი განსაცდელისაგან.

“იკითხება სამართალში მიცემული ჩიხლაძე თეიმურაზ ვლადიმერის-ძე, რომელიც კოლეგიას უჩვენებს:

რელიგიურმა ჩემმა მრწამსმა მიკარნახა, რომ ყველას დანაშაული ამეღო ჩემს თავზე”…

მამა თეოდორეს თავგანწირვას სასამართლო ძალაუნებურად აღიარებს განაჩენშიც.

“განაჩენი

თ.ვ. ჩიხლაძის განმარტება სასამართლოში იმის შესახებ, რომ თითქოს გამოძიებას (მისი როლის თაობაზე ბანდიტურ ჯგუფში) აღიარებითი ხასიათის ჩვენებებს აძლევდა იმ მიზნით, რომ ამით “როგორც სასულიერო პირს, სურდა მათი მდგომარეობის შემსუბუქება”, ეწინააღმდეგება ამ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულყოფილ და ობიქტური გამოკვლევის მასალებს”.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალეულობა არ იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ ის არ აქეზებდა მათ, არ იყო ორგანიზატორი, არ იყო მათი მეთაური, არ შეუმუშავებია გეგმა, არ იმყოფებოდა იმ ქალაქში, სადაც ეს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინააღმდეგი იყო მათი ასეთი გზით ქვეყნის დატოვების, არ შეუიარაღებია ისინი, არ იმყოფებოდა თვითმფრინავში, შეთქმულებს მასთან არ ჰქონდათ კავშირი, ის არ იყო საქმის კურსში და როგორც მოძღვარი, მათ მხოლოდ სახარებას უკითხავდა, ჭეშმარიტი ღმერთის სიყვარულსა და თაყვანისცემას უნერგავდა და ღმერთის სიყვარულთან ერთად, სამშობლოს ჭეშმარიტ ისტორიასაც ასწავლიდა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, განაჩენი იყო სასტიკი და უსამართლო.

_ და იყო განაჩენი, როგორც თქვენ ბრძანეთ, სასტიკი და უსამართლო…

განაჩენი: “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს საქმეთა სასამართლო კოლეგიამ ჩიხლაძე თეიმურაზ ვლადიმერის ძე ცნო დამნაშავედ… 

უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, შეფარდებული დარჩეს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით”.

მამა თეოდორე დახვრიტეს 1984 წლის 3 ოქტომბერს 16 საათსა და 30 წუთზე 

მჯერა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მოახდენს მღვდელ-მონოზონ თეოდორეს კანონიზაციას წმიდათა დასში.

გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

ქართული დოკუმენტური ფილმის გამარჯვება ჰოლივუდში

მთიან ყარაბაღში სამხედრო ქმედებებს 5 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29.01.2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

9:49; 29.01.2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

9:35; 29.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები უტყუარი ინტუიციით

9:32; 29.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ნერვიული ადამიანები

9:31; 29.01.2026
ზაფრანი

ვინ ცოცხლობს ყველაზე დიდხანს

9:29; 29.01.2026
საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო