შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის მასშტაბები შეაფასა.
გიორგი გახარიას განცხადებით, “საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“.
ფაქტისთვის ტერორიზმის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხზე მინისტრი არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პროკურატურის და გამოძიების საქმეა.
„სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზის ის ეტაპი, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისთვის, სჯობს თავი შევიკავოთ წინასწარი შეფასებებისგან. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას”,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა, ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა.