საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია დღეს პირველად დასკვნას გაასაჯაროებს, თუმცა კომისიის წევრები დასკვნას 6 ოქტომბრის პლენარუ სხდომაზე დაამტკიცებენ. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ევროპელი ექსპერტების შეფასება პოზიტიური იქნება. ამის ერთ-ერთი არგუმენტი მათი მხრიდან მორიგ კომპრომისზე წასვლაა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი. 2020 წლის არჩევნებში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ბლოკებიც მიიღებენ მონაწილეობას, 2024 წლისთვის კი საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულზე გადავა და ბონუსების სისტემა აღარ იქნება.
ოპოზიცია მმართველ გუნდს ამ ნაბიჯსაც უწუნებს და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. ოპონენტები იმედოვნებენ, რომ რომ ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული იქნება.