კალიფორნიაში, საკრამენტოს ოლქში ვირუსით დაინფიცირების 71 შემთხვევა ერთ ეკლესიას უკავშირდება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, ვირუსითაა დაინფიცირებული ეკლესიის მეთაური, პასტორი რივერენდ ადამ ბონდარუკიც. თავად ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მსახურება 18 მარტის შემდეგ შეაჩერეს.
საკრამენტოს ოლქის ჯანდაცვის წარმომადგენლები იმედგაცრუებეულები არაინ, რომ ეკლესიამ ჯანდაცვის წარმომადგენლებთან არ ითანამშრომლა.