ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გურია ნიუსის“ მიერ შეტანილი დოკუმენტი, რომლითაც საჯარო ინფორმაციას ვითხოვდით, არ დაიტოვეს.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით ამის მიზეზი მობილობაა:
„ჩვენი თვითმიზანი არ არის ინფორმაციულ ვაკუუმში ვამყოფოთ საზოგადოება, მითუმეტეს როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოირჩევა გამჭვირვალე საქმიანობით და კომუნიკაცია მედია საშუალებებთან პრობლემა არ ყოფილა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ახალშექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში არ დასრულებულა მოსამსახურეთა მობილობა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, საკრებულოს აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს საჯარო ინფორმაცია.
მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში განხორციელდეს მობილობა, რისი დასრულების შემდეგ დაუყონებლივ მოგეწოდებათ საჯარო ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება,“ _ აღნიშნულია დავით დარჩიას მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ კომენტარში.