ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგებელმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს და ამის წინაპირობა ამ ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმეები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალიზია.
ირაკლი კუჭავას ამ კომენტარზე უპარტიო დეპუტატმა მალხაზ ჩხიკვაძემ ჰკითხა – იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები?- რაზეც ირაკლი კუჭავას პასუხი არ გაუცია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „ოცნება“ არჩევნებს აუცილებლად მოიგებს.