ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, თუკი ჩოხატაურში სატყეო მეურნეობა აღდგება, ეს დამატებით სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს გააჩენს მუნიციპალიტეტში.
“უკვე დასრულდა ტყის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გაკეთდა. მალე გასაჯაროვდება დოკუმენტი და ვფიქრობ, ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ცენტრალურ ხელისუფლებას შევთავაზოთ, აღდგეს სატყეო მეურნეობა. ეს, შესაძლოა, იყოს საპილოტე პროექტი, რაც გაზრდის სამუშაო ადგილებს და მოიტანს შემოსავალს. ამაში საკრებულო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და გთხოვთ, დოკუმენტის მიღების შემდეგ, მოვამზადოთ მოტივირებული წერილი ცენტრალური ხელისუფლებისთვის”, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.