ბანანი _ ბანანი არა მხოლოდ გემრიელია, იგი ასევე ამცირებს ინსულტის და გულის დაავადების რისკს, იგი შეიცავს კალიუმს. დღეში 2 ცალი ბანანი დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის აღდგენაში.
მზესუმზირა _ მზესუმზირა დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. არ მიირთვათ დამარილებული მზესუმზირა, რადგან თქვენ თავიდან უნდა აიცილოთ ნატრიუმი.
ისპანახი _ ისპანახი დაბალკალორიულია, შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს.
პომიდორი _ პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს წნევას, იგი ასევე წყაროა კალიუმის.
რძე _ დაბალკალორიული რძე შეიცავს კალციუმს, კალიუმს და ვიტამინ D-ს. ამიტომ რძე ამცირებს არტერიულ წნევას დაახლოებით 3 დან 10 პროცენტამდე.
სოიო _ როდესაც სხეულში ცოტაა კალიუმი, იგი ინარჩუნებს ნატრიუმს ანუ მარილს, რაც იწვევს არტერიული წნევის ზრდას. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ მაღალი წნევა მიირთვან კალიუმით გაჯერებული საკვები. ერთ-ერთ ასეთი არის სოიო.