17 თებერვალს, ლანჩხუთის კულტურის სახლში, ლანჩხუთელი ცხრა წლის გიორგი ჩხაიძის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება.
ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე ამ დღეს ბათუმის ილია ჭავაჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი წარსდგება მაყურებლის წინაშე სპექტაკლით “თეთრი ბაირაღები”.
გიორგიმ მძიმე დაზიანებები ავტოავარიის შედეგად მიიღო. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა, ცენტრალური ავტომაგოსტრალის სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე- სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლეს, რომელიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას დისტრიბუციის მანქანა დაეჯახა.
გიორგი დღემდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ოჯახის ახლოებელთა თქმით, კიდევ საჭიროებს ოპერაციის გაკეთებას.
გიორგის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში.
საბანკო კოდი _ TBCBGE22;
ანგარიშის ნომერი _ GE53TB7305245061100092;
მიმღების დასახელება _ ხათუნა ლიპარტელიანი.