საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი მედიასთან სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.
„საზოგადოებაში დღეს ვნებათაღელვაა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას. ახალი წესები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება იქნება მზად, გაგაცნობთ. დავფიქრდები, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს