მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს და იმ საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, რომელიც ჩატარდა, გადავწყვიტე, მოვსულიყავი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„მე პრინციპში დღეს აქ არ უნდა ვყოფილიყავი იქიდან გამომდინარე, რა ტიპის კამპანიაც ჩატარდა, მაგრამ რადგანაც მე პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს, გადავწყვიტე, რომ ამის მიუხედავად აქ ვყოფილიყავი.
დღეს ტარდება პრეზიდენტის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევნები, ამიტომ ამომრჩევლის წინაშე წარდგენილი ვარ როგორც იმ ემიგრაციის შვილი, რომელმაც ერთი საუკუნის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის გაგრძელება არის საბჭოთა პერიოდის დასრულება.
მე ვარ ამავე დროს ევროპელი და მოვდივარ იმისთვის რომ იყოს ახალი და დამშვიდებული საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.