ალკოჰოლი უებარი წამალია გაციებისას
რეალობა: ალკოჰოლის მიღების შემდეგ პერიფერიული სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლი მიედინება დიდი რაოდენობით პერიფერიისკენ, ამიტომ ეს სისხლი თბილია და ჩნდება იმის შეგრძნება თითქოს ჩვენ გავთბით. ამიტომ ეს შეგრძნება მოტყუებით იძლევა ამ ეფექტს, თითქოს ჩვენ ვთბებით. სინამდვილეში კი არ ვთბებით სითბოს უფრო მეტი რაოდენობით გავცემთ.
ქალები, რომლებსაც სილიკონის იმპლანტები აქვთ, წყალზე ტივტივებენ და არ იძირებიან
რეალობა: სილიკონის სიმკვრივე, დაახლოებით, ისეთივეა, რაც ორგანიზმის საშუალო სიმკვრივე. ანუ იმპლანტების მქონე ადამიანები ჩვეულებრივად ცურავენ წყალში.
ბაყაყი აჩენს მეჭეჭებს
რეალობა: ბაყაყზე შეხება არ აჩენს მეჭეჭს, სინამდვილეში ამის მიზეზი ვირუსებია. ეს გახლავთ პაპილომა ვირუსი, რომელიც ადამიანს გადაეცემა შეხებით, ოღონდ ბაყაყზე შეხებით არა, რა თქმა უნდა, ის გადაეცემა ადამიანს სამი გზით:
1. დაავადებულის კანთან შეხება (მაგრამ შეიძლება რიგ შემთხვევებში არ გადაედოს).
2. სქესობრივი კავშირი.
3. მშობიარობა (იშვიათი შემთხვევაა მაგრამ ხდება, როდესაც მშობიარობისას დასნევოვნებული დედა თავის შვილს გადასცემს პაპილომა ვირუსს).
თვალს თუ დავიელამებთ, სამუდამოდ ელამები ვიქნებით
რეალობა: თვალის დაელამების შედეგად, სიელმე არ ვითარდება, შეიძლება განვიხილოთ პარალიზებური სიელმე, რომელიც შეიძლება მოხდეს თავში ბლაგვი საგნის ან მძიმე ტრავმის შედეგად.
თითების ტკაცუნი აჩენს ართრიტს, ე.წ სახსრების ანთებას
რეალობა: სახსრებს შორის წარმოიქმნება ჰაერი, ჰაერის ბუშტუკების გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ხმა, გატკაცუნების შემდეგ 15 წუთი ადამიანს აღარ შეუძლია გააკეთოს იგივე, რადგან ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნას ზუსტად ეს დრო სჭირდება. თითების გატკაცუნებამ არანაირად არ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ანთება ან მარილების დაგროვება. ერთადერთი შეიძლება ხშირმა ტკაცუნმა უბრალოდ თითების სისუსტე გამოიწვიოს სახსრებში.