დღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რეგიონის შესასვლელებში ბლოკ -პოსტები განთავსდა.
გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ ავტომობილით გადაადგილებას. რაც იგულისხმობს, რომ ერთ ავტომობილში არაუმეტეს სამი ადამიანის, მძღოლიs და ორი პირზე მეტის ყოფნა (მგზავრი უკან უნდა ისხდნენ) იკრძალება.
პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა ეს წესი ყველგან იყოს დაცული. მკაცრად გაკონტროლდება სატვირთო ავტომობილების გადაადგილებაც.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულებულია. როგორც ცნობილია გალის რაიონში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი.
საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი კი განიკურნა.