მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭყონში 250 კაციანი ქორწილი ჩაიშალა. რესტორანი სოლიდური თანხით, დაახლოებით 10 000 ლარამდე დაჯარიმდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია სანდო წყარომ მოაწოდა.
„გაოგნებულები ვართ. ქორწილი ჩაიშალა“,_ აცხადებს ქორწილში დაპატიჟებული ერთ-ერთი სტუმარი.
ცნობისთვის, პანდემიიდან დაწესებული შეზღუდვების გამო რესტორნებმა დახურულ სივრცეში სტუმრების მიღება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება კი ისევ აკრძალულია.