ბექა ლომთაძე (61 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) რომში მიმდინარე ევროპირველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ლომთაძე აზერბაიჯანელ ვალიზადას, მწითური თურქ კარადენიზს, ხოლო პეტრიაშვილი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება.
ნახევარფინალები თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.