სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ლანჩხუთის საკრებულოში, ზურა კუკულავას ინფორმაციით, გრიგოლეთში ხანძრის შედეგად სამი კოტეჯი დაიწვა.
“ორი კოტეჯი მთლიანად დაიწვა, მესამე სანახევროდ, თუმცა, ისეა, რომ საცხოვრებლად არ გამოდგება. სამივე ხის ნაგებობა იყო. არც ერთი არაა ადგილობრივი მაცხოვრებლის. სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ დამსვენებლები ჰყავთ მინაღები”, _ გვითხრა კუკულავამ.
მისივე თმით, ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია და ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
სოფლის დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.