„აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი აბდელჰაკ ნური თითქმის სამწლიანი კომიდან გამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას givemesport ფეხბურთელის ძმაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ფეხბურთელის ოჯახის წევრები ამბობენ, მათ აბდელჰაკთან ურთიერთობა შეუძლიათ. ის კომიდან გამოვიდა, ჭამს, იძინებს, მაგრამ საწლიდან ჯერ ვერ დგება.
ცნობისთვის, 2017 წელს, ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის დროს, ნურის გულის არითმიის შეტევა დაემართა, რის გამოც ტვინის პერმანენტული დაზიანება მიიღო.