რა ბედი ეწევა სამინისტროების შენობებს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
„სამინისტროების გაერთიანება არ იწვევს იმას, რომ ადამიანებმა ავტომატურად სამუშაო დაკარგონ. ეს ადამიანები ჩვეულებრივად მუშაობენ და შესაბამისად, მათ სამუშაო ადგილი სჭირდებათ. ძალიან მარტივი ლოგიკაა.
რაც ოპტიმიზაციას იწვევს, პირველ რიგში სამეურნეო და ადმინისტრაციული ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოთავისუფლებული სივრცეები იმ ადამიანებით შეივსება, ვისითაც დღეს დაკომპლექტებული ვართ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
1TV.GE