ჯუნგლებში ოპერაციის დროს სამხედროებმა შეცდომით 6 პოლიციელი მოკლეს, 9 კი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ფილიპინებში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, სამხედროებმა პოლიციელები, ახალი სახალხო არმიის მებრძოლებად მიიჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ცნობილია, დაპირისპირება ახალ სახალხო არმიას და სამთავრობო ძალებს შორის დაახლოებით 50 წელია გრძელდება.