სამხრეთ აფრიკის პროფკავშირების ფედერაცია პრეზიდენტ იაკობ ზუმას გადადგომისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პროფკავშირების ფედერაციის გენერალური მდივნის, ბეკი ნტშალინტშალის თქმით, ის აღარ არის ქვეყნის სამართავად „სწორი“ პირი.
მაუწყებლის ცნობით, ზუმა, ზეწოლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა, რასაც ფინანსთა მინისტრის, პრავინ გორდანის გათავისუფლება მოყვა.