ფიზიკური ანგარიშსწორება ქუთაისში – ნიკეას ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელ “ფემილის” ერთ-ერთ ფილიალში უცნობი პირები დაცვის თანამშრომელს სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც დაშავებულის სამედიცინო დაწყებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამი უცნობი პირი დაწესებულებაში გვიან ღამით შევიდა. მათ ჯერ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ღამის საათებში მოვიდა სამი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი და სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა მოხდა ჩვენს დაცვის თანამშრომელზე. თავის და გვერდის მიდამოებში შეიმჩნევა კვალი, ძირს იყო დაცემული და ზეწოლა ხდებოდა სამი ადამიანისგან”,- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.
დაშავებული დაცვის თანამშრომელი პირველად დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
წყარო: მთავარი არხი