https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სამოქალაქო აქტივისტები ოზურგეთიდან

19:45; 20.07.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 „ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება,“ _ ნათქვამია, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში’’.  საზოგადოების პოლარიზაციისა და აზრთა სხვადასხვაობის პირობებში, რთულია ამტკიცო, თუ რა მიიჩნევა ყოველი ადამიანის საზოგადოების წინაშე არსებულ მოვალეობად, მით უმეტეს მაშინ, როცა მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ნუსხა საკმაოდ დიდია, თუმცა, ფაქტია, რომ გარდამტეხი ცვლილებების საჭიროებების ფონზე, საზოგადოების ვალდებულება, დღეს, როგორც არასდროს სამოქალაქო აქტივიზმია.

თანამედროვე ქართული რეალობა, განებივრებული არ არის საყოველთაო სამოქალაქო აქტივიზმით. თითზე ჩამოსათვლელი ფაქტები კი, იძლევა საფუძველს, იმის თქმისა, რომ საზოგადოება მზად არის იყოს აქტიური და იტვირთოს ცვლილებებისთვის წამყვანი როლი. ამის ნათელი მაგალითი იყო, ის სამოქალაქო პროტესტი და აქტიურობა, რომელიც ოზურგეთში პრორუსული და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო პარტიის „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნას მოჰყვა ოზურგეთში.

2017 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში სახელწოდებით: „თაობა გარდამავალ პერიოდში ახალგაზრდობის კვლევა 2016“ ვკითხულობთ: ,,ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ენდობა მთავრობას (34%) და ადგილობრივ თვითმმართველობას (32%), მაშინ როცა მათი უმრავლესობა (56%) მნიშვნელოვნად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობას. მეორე მხრივ, კი გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს მონაწილეობა მიღებული სამოქალაქო შეხვედრაში, 2% გახლდათ სოციალური აქციის მონაწილე და 4%-ს ხელი აქვს მოწერილი რაიმე სახის პეტიციაზე. მიუხედავად აქტივიზმის პოლიტიკური გაგებისა, კვლევა ასევე გვიჩვენებს, რომ რეალურად ახალგაზრდების მხოლოდ 2% არის ნამყოფი პოლიტიკური პარტიის შეკრებაზე და 1% პოლიტიკურ აქციაზე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს პროტესტის გრძნობა, თუმცა, როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ სამოქალაქო აქტივიზმში ახალგაზრდობა პასიურობს“.

ეს კვლევა, ნათლად აჩვენებს რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში, ვითარება მომწიფდა და ახალგაზრდების ჩართულობაც გაიზარდა, ისეთ აქტივობებში, როგორიცაა არაპოლიტიკური აქტივიზმი. ანუ, ახალგაზრდები გაემიჯნენ იმ პრინციპებს, რომელიც პოლიტიკის სახელით მათ ქალაქში ცდილობდა საქმიანობის წარმართვას. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ახალგაზრდებს მგრძნობელობა აქვთ ისეთ თემებზე, რომელიც მოდის დემოკრატიულ პრინციპებთან, მაგრამ ნაკლებად ინტერესდებიან, თავად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სამოქალაქო აქტივისტები ოზურგეთიდან, განსაკუთრებულად ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააქტიურდნენ.  ყველაზე მეტად შეიმჩნევა ახალგაზრდების მონაწილეობა “ალტ-ინფოს“ საწიინაღმდეგო აქციებსა და კამპანიაში.

“გურია ნიუსი“ გაგაცნობთ სამოქალაქო აქტივისტების ერთ ნაწილს.  ოზურგეთში შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის“.  რომლის ერთ-ერთი წევრია, 24 წლის თამარ მიქაძე.

 “გურია და აქტიურობა, შეიძლება ითქვას, სინონიმებია“

ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მიჭირს, კონკრეტულად გავიხსენო ის მომენტი, როცა პირველად გავედი ქუჩაში, ან პირველი ნაბიჯები გადავდგი ამ კუთხით. ოზურგეთი პატარა ქალაქია და როცა რამე მნიშვნელოვანი ხდება, უცებ ვრცელდება ინფორმაცია. გავიგე, რომ ე.წ. კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო ოფისის გახსნას გეგმავდა, რამაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია ჩემში და ვიცოდი, რომ როგორც მოქალაქეს, მეკისრებოდა პასუხისმგებლობა, რამე გამეკეთებინა ამის წინააღმდეგ“, _ გვიყვება თამარ მიქაძე.

თამარ მიქაძე ოზურგეთში პირველი შეკრების შესახებაც გვიყვება:

_  რა თქმა უნდა, მარტო არ ვიყავი, ეს პროტესტის შეგრძნება სხვებსაც გაუჩნდათ და ზუსტად აქ გადავიკვეთე იმ არაჩვეულებრივ ადამიანებთან, დღეს რომ „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები ჰქვია. ჩემს სამოქალაქო აქტივისტობაზე რომ ვსაუბრობ, პირველი, რაც მახსენდება, 15 წუთში დაორგანიზებული აქციაა. შაბათი იყო, სახლში ვიყავი და დამირეკეს,  ოფისი გაუხსნიათო. რთულია გადმოვცე ის ბრაზი და პროტესტი, რაც ჩემში იყო. ზარიდან ზუსტად 15 წუთში ჭადრების პარკში უამრავი ადამიანი იდგა, მსვლელობით მათი ოფისისკენ დავიძარით და მაქ დაიბადა გურული პროტესტი, რომლის ხმა მთელ ქვეყანაში ისმოდა, ყველა მხარს გვიჭერდა, ყველა გვამხნევებდა. ამის შემდეგ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე საპროტესტო აქცია გავმართეთ. ჩვენი პროტესტის სიმბოლო ყაბალახი და გურული მუხტი და სულისკვეთება გახდა, რომელიც მთელ ქვეყანას მოედო და აქტიურად დაიწყეს ბრძოლა პრორუსული ძალების წინააღმდეგ.

სამოქალაქო აქტივისტობა გადაწყვეტილება არ არის, ეს მოწოდებაა. როცა რაიმე ისეთი ხდება, რაც გაბრაზებს, ვერ ეგუები, უსამართლობაა, როცა შენი ქვეყნის მომავალს საფრთხე ემუქრება და ამ დროს ჩუმად ხარ, ჩემთვის წარმოუდგენელია. პირველ რიგში, ჩვენ ვართ მოქალაქეები ჩვენი პასუხისგებლობებით სახელმწიფოს, საზოგადოების, ოჯახის, მეგობრების წინაშე და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიაზროთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ვერ ვიჯდებოდი სახლში, ჩუმად, როცა ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, ჩემი ერთი ქმედებით, ერთი სიტყვით რამე უკეთესობისკენ შემეცვალა; ვერ ვიჯდებოდი სახლში, როცა ვიცოდი, რომ ჩემს ქალაქში, ჩემს ხალს გონებას პრორუსი ძალები ურევდნენ; ვერ დავჯდები სახლში, როცა ვიცი, რომ ხელისუფლება ქვეყანას მომავალს ართმევს. სანამ არ დავრწმუნდებით იმაში, რომ ქვეყანა, სახელმწიფო თავად ჩვენ ვართ, რომ ჩვენ ვართ ძალა ცვლილებების, რომ ჩვენზე დგას მომავალი, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, შეცვალოთ რეალობა ისე, როგორც გვინდა, იქამდე ვერ მივიღებთ მას.

თამარი აქციაზე თავის მეგობრებთან ერთად დადის.

თამარ მიქაძე: პირველ რიგში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცოტა რამ გადამხდენია ცხოვრებაში იმაზე კარგი, ვიდრე იმ ხალხის გაცნობაა, ვისთან ერთადაც ვიბრძვი. ვგულისხმობ, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრებს. ერთმანეთი აქციებზე გავიცანით, მარტივი შესამჩნევი იყო, რომ ერთნაირი მიზნები, ღირებულებები გვქონდა და სწორედ ამან გაგვაერთიანა. ყველამ ვიცოდით, რომ ზუსტად იქ ვიყავით, სადაც საჭირო იყო და ამ გზას უნდა გავყოლოდით და მთავარი, რომ არ იყო დაღლის დრო და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანდით. ჩვენი მთავარი ძალა ჩვენი მრავალფეროვნებაა. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხალხი ვართ, სხვადასხვა უნარებით, გამოცდილებით, პიროვნული მახასიათებლებით, ხასიათით და ამას ჩვენივე წარმატებისთვის და სიძლიერისთვის ვიყენებთ. ამაყი და ბედნიერი ვარ, როცა ამ ხალხს ვუყურებ, როგორ არ იშურებენ ენერგიას, დროს საქვეყნო საქმის კეთებისთვის. ყველა ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ საქმეში და ვიყენებთ ჩვენს გამოცდილებასა და ძლიერ მხარეებს. როცა აქციას ვაორგანიზებთ, ზოგი პოსტერს ხატავს ( გემახსოვრებათ „ვიყაი, არ იყაი, სა იყაი“. „მეისპე ადრე და მალე“), ზოგი ხალხს უკავშირდება, ზოგი სოც-მედიას ხელმძღვანელობს და ა.შ. ეს პროცესები და ამ ხალხთან ურთიერთობა მაძლევს იმედს, რომ ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა, ბრძოლა უკეთესი, ევრპპული მომავლისთვის და ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რასაც ერთად ვერ გადავლახავთ.

“გურია ნიუსის“ კითხვაზე რამდენად აქტიურია სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით ოზურგეთი და რამდენად გამოხატავენ პროტესტს, თამარ მიქაძემ გვიპასუხა:

_  გურია და აქტიურობა, შეიძლება ითქვას, სინონიმებია. გურულებმა იციან თავისუფლების ფასი, იციან რა არის სწორი და რა არასწორი, იციან, რომ არაფრის დიდებით არ დავუშვებთ დაგვაბრუნონ რუსეთის იმპერიაში და რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ნათელი მომავლის გარანტი შინ ევროპაში დაბრუნებაა.  გვეუბნებიან, ზარმაცი ხალხი ხართო, თუმცა ფაქტია, რომ როცა საქმეს სჭირდება, ყველა ფეხზე დგას. გურიამ აჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია დიდი ხმაურის გამოწვევა და შედეგის მიღწევა სწორ პროტესტს. აჩვენა ისიც, თუ რამხელა მუხტი და მოტივაცია შეიძლება გახდეს ის სხვისთვის. გურიას ჰყავს უამრავი პატრიოტი, ქვეყანაზე შეყვარებული პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რომლებიც მზად არინ იდგნენ ქვეყნის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე. ამ ხალხს წინ ვერაფერი აღუდგება, ვერაფერი დაამარცხებს. ჩვენის მხრივ კი „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ იზრუნებს იმაზე, რომ გურია იბრძოლებს თავისუფლებისთვის, ევროპისთვის!

“ხალხს დღემდე ეშინია სიტყვების _ ,,გენდერი’’, ,ფემინიზმი’’

“მე ვარ ნინო ურუშაძე, 33 წლის, ოზურგეთიდან. ფემინისტი, აქტიური მოქალაქე და, ვფიქრობ,  ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა“, _ ასე ეცნობა ჩვენს გამოცემას კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი ნინო ურუშაძე.

ნინო მრავალი წელია აქტიური მოქალაქეა და ხშირად გამოირჩევა სოციალურ ქსელში მწვავე და კრიტიკული სტატუსებით.

ნინო ურუშაძე: რაც თავი მახსოვს, სულ აქტიური ვიყავი. ბავშვობიდან მაინტერესებდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია იყო. რაც სტუდენტი გავხდი, მას მერე, მგონი, არცერთ საპროტესტო აქციას არ ჩაუვლია ისე, რომ იქ არ ვყოფილიყავი, სადაც ვთვლიდი, რომ საჭირო იყო ჩემი, როგორც მოქალაქის დგომა. ჩემთვის წარმოუდგენელია, როცა ქვეყანაში ხდება რამე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი, ამაზე არ მქონდეს რეაქცია და ისე მოვიქცე, თითქოს ეს ყველაფერი მე არ მეხება.

აქტივიზმში უფრო სერიოზულად ჩართვას, როცა მე თვითონ ვიყავი პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვუკავშირებ ბოლო პერიოდში პრორუსული ძალების გააქტიურებას რეგიონებში. კონკრეტულად, ძალადობრივი დაჯგუფება ,,ალტ-ინფოს’’ ოფისის გახსნას ოზურგეთში, რასაც ჩემი და ამ პერიოდში შეძენელი დღეს უკვე ჩემი მეგობრების საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ აქტივიზმი მოითხოვს დიდ დროს, ძალიან დიდ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ რესურსს შენგან, თავდადებას იმ იდეისთვის და საქმისთვის, რასაც აკეთებ, და ამისი რესურსი ხშირად არ გრჩება, როცა სხვა ვალდებულებები და პასუხისმგებლობებიც გაქვს ცხოვრებაში, ამიტომ, ისე აქტიურად ვერ ვარ ჩართული, როგორც მინდა, რომ ვიყო, თუმცა ის საქმიანობა, რითაც დაკავებული ვარ, მიკომპენსირებს ამ დანაკლისს, რადგან, საბოლოო ჯამში, რასაც ვაკეთებ, თითქმის ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ თუნდაც ადგილობრივ დონეზე, ოზურგეთში, ხალხმა ირწმუნოს, რომ თუნდაც ერთ ადამიანს, შეუძლია, ბევრი რამე შეცვალოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნინო ურუშაძე ფემინისტია და ის ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს ქალთა უფლებების საკითხებზე.

ნინო ურუშაძე: ქალების უფლებები არის თემა, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურია ჩემთვის. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული გამიკეთებია ამ მიმართულებით, მით უმეტეს, იმ ქალების ფონზე, რომლებსაც ვიცნობ და ვხედავ, რამდენი ქალის ცხოვრება შეცვალეს და როგორ იბრძვიან იმ საზიანო გენდერული ნორმების წინააღმდეგ, რომელიც ასე ფესვგადგმულია ჩვენს საზოგადოებაში. ჯერჯერობით, ალბათ, მხოლოდ გულშემატკივარს და მხარდამჭერს ვუწოდებდი თავს ყველა იმ ქალის და გოგოს, ვინც ჩაგვრას განიცდის.

ამ ეტაპზე ჩართული ვარ პროექტში – “თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის’’, რომელსაც ახორციელებს “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” ორგანიზაციასთან ,,ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის’’ თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტი ნაწილია პროგრამის – „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. ამ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვაპირებთ გენდერული თანასწორობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ტრენინგების ჩატარებას.

ხალხს დღემდე ეშინია სიტყვების – ,,გენდერი’’, ,ფემინიზმი’’. ჩემს გაკვირვებას იწვევდა ფაქტი, როცა შეხვედრებზე, რომლებსაც ესწრებოდნენ ქალები, რომლებიც მართლა ფემინისტები იყვნენ თავიანთი აზროვნებით, შეხედულებებით, ცხოვრებით, კითხვაზე, თვლიან თუ არა თავს ფემინისტებად, ამბობდნენ, რომ, არა. ეს სიტყვა ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელია მათთვისაც კი და არ იციან, რომ ფემინისტები არიან, რადგან სჯერათ, რომ  ქალებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო, პოლიტიკური და კულტურული უფლებები, ქალებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება. ამ პროექტის ფარგლებში ვცდილობთ, ადამიანებს დავანახოთ, რომ ამ სიტყვებში არაფერია საშიში, ვესაუბროთ, რატომაა მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობა და რა სიკეთის მოტანა შეუძლია თანასწორი გარემოს შექმნას ყველასთვის.

                        “სამართლიან მოთხოვნებს და პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი“

შარშან, ზაფხულში ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს „გურია ექსპრესის“ 20 თანამშრომელი გაიფიცა და საწარმოს წინ მშვიდობიანი აქცია გამართა. აქცია 38 დღე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები საწარმოში სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო “გულისტანის“ მუშა ლადო ურუშაძე. მის გეგმებში ეს არ შედიოდა, თუმცა, მოცემულობამ ის სამოქალაქო აქტივისტად აქცია. ლადოს და მის მეგობრებს მხარდაჭერა ასობით ადამიანმა და ორგანიზაციამ გამოუცხადა.

ლადო ურუშაძემ სოფელ გურიანთის საჯარო სკოლა (12 კლასი) დაამთავრა.

“ვმუშაობდი სხვადასხვა საწარმოსა და ფაბრიკაში. ასევე, სამკვერვალო ფაბრიკებში, სადაც შეიძლებოდა და გამიმართლებდა, უარს არ ვამბობდი. იყო პერიოდი, როდესაც ქვეყნის გარეთაც მომიწია მუშაობა, მაგრამ ბოლო დროს დავბრუნდი მშობლიურ ოზურგეთში და ვმუშაობ “გულისტანში“, _ გვითხრა ლადო ურუშაძემ.

ლადო ურუშაძე: ორი წელია, ვმუშაობ და იმ აქციების მთავარი მოთხოვნა, რომელიც მეგობრებთან ერთად გავმართეთ წინა წელს, იყო სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ამას კიდევ დაემატა ერთი მოთხოვნა, რომ გაზრდილიყო მუშახელის ხელფასები. 

ყველანაირად ვცდილობდით, რომ დადებითისკენ გამოგვესწორებინა ის ყოფა, რაც არ მოგწონდა და სამართლიანად ვითხოვდით სამუშაო პირობების შეცვლას. 38 დღე ვაპროტესტებდით და არაერთი ადამიანი, ორგანიზაცია დაგვიდგა მხარში.

მინდა გითხრათ, სამართლიან მოთხოვნებს და პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი. ეს ჩვენი აქციიდან კიდევ ერთხელ დავინახე.

თითოეულმა ჩვენგანმა, რომელიც იმ დღეებში ვიყავით ერთად, ვიცით ჩვენი ფასი და შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, ვიდექით საწარმოს გარეთ და არ ვმუშაობდით. გვინდა, რომ ყველას უფლება იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვშრომობთ და მშრომელი ადამიანები ვართ, აქედან გამომდინარე, არავინ უნდა იფიქროს იმაზე, სადღაც ჩვენი უფლებები დაირღვევა.

ყველაფერი რიგზეა არისო, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ კომპანიისგან ხორციელდება ცვლილებები დადებითისკენ და დაპირებული პირობები სრულდება. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკები მოხდეს ხელფასების ზრდა მუშახელისთვის. ამ ეტაპზე კრიზისი იყო ხორბლის წარმოებაზე და ერთი თვეა, გაჩერებულია საწარმო. მხოლოდ გამზადებული პროდუქტის გატანა მიმდინარეობს. აგვისტოში ველოდებით სრულად მუშაობის გაგრძელებას.

ლადო ურუშაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა.

_  ყველა უნდა იყოს აქტიური და თუ მისი უფლებები ირღევა, აუცილებლად უნდა თქვას. თავისუფალი აზრის გამოხატვა კანონით დაცულია და ამაში ხელი არავის არ უნდა ეშლებოდეს.

“ყველამ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია“

17 წლის ნიკოლოზ რუსიეშვილი მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დამცველია. არაერთი აქცია ჩაუტარებია, რომ ე.წ. ქუჩის ძაღლებისთვის საკვები ეყიდა.

“მე ვარ ნიკოლოზ რუსიეშვილი, დავიბადე ქალაქ ოზურგეთში. ვარ 17 წლის და ვსწავლობ ქალაქ ოზუგეთის მეორე საჯარო სკოლაში. ამ სფეროში წლებია ვარ, ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, _ ასე გაგვეცნო ნიკოლოზი.

ნიკოლოზმა მას შემდეგ გადაწყვიტა სამოქალაქო აქტივისტი გამხდარიყო, რაც ქალაქში მომრავლდნენ მიუსაფარი ძაღლები.

ნიკოლოზ რუსიეშვილი: ბავშვობაში მახსოვს, რამდენიმე ქუჩის ცუგა მყავდა, შემდენ ნელ-ნელა გავიცანი სხვა ადამიანები, უფრო მეტი გავიგე და ა. შ. უფრო დავინტერესდი და ჩავერთე ამ საქმიანობაში და გავხდი აქტივისტი. სამწუხაროდ, მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ყოველდღე ყრიან და უშვებენ თავიანთი კარმიდამოდან ადამიანები, როგორც ძაღლებს, ასევე კატებსაც. ყოველდღე ახალი ლეკვები გვხვდება ქუჩაში და არავის უნდა იჩუქოს, რაც უფრო რთულს ხდის სიტუაციას. კატასტროფულად დიდი რაოდენობაა უკვე. სტერილიზაციები მიმდინარეობს, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორიც საჭირო და აუცილებელია. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ შემოიღოს კანონი და დაიწყონ მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაცია, რადგან დარეგულირდეს და შემდგომ შემცირდეს რაოდენობა.

სამწუხაროდ, ბინაში ვცხოვრობ და ვერ ამყავს, თან ასევე აბიტურიენტი ვარ, ბევრი დრო აღარ მაქვს. დროებით ვიფარებ უფრო კატებს და შემდეგ ვაჩუქებ, როგორც შემიძლია. დანარჩენი ქუჩაში მყავს.

“გურია ნიუსის“ კითხვაზე _ რამდენად გამოირჩევაა სამოქალაქო აქტიურობა ოზურგეთში და რამდენად გამოხატავენ პროტესტს? – ნიკოლოზმა ასე გვიპასუხა:

“სხვათაშორის, ოზურგეთში უფრო ბევრი არის სამოქალაქო აქტივისტი, ვიდრე სხვა რეგიონებში. ხალხი ხედავს და ნელ-ნელა მოდის აზრზე, რომ ესენიც ცოცხალი არსებები არიან და თუ თვითონ არ ჩაერია პრობლემის მოგვარებაში და არ შეიტანა წვლილი, ისე არ მოგვარდება. ყველამ რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს, აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია. პროტესტს გამოვხატავთ როგორც შეგვიძლია _ ვითხოვთ უფასო სტერილიზაციებს რაც შეგვიძლია. თავშესაფრის მოთხოვნა, უბრალოდ, ფულის ფუჭად გადაყრაა, რადგან, რაც უნდა თავშესაფრები აშენო, ქუჩები მაინც გაივსება ახალ-ახალი მიუსაფარი ცხოველებით, სანამ კანონი არ გვექნება“.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

თამარ მიქაძელადო ურუშაძენიკოლოზ რუსიეშვილინინო ურუშაძე
გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს

15:18; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13 თებერვალი, 2026

ქალები გაზიან სასმელს და ყავას უნდა უფრთხოდნენ

ზელენსკი: რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შეუძლია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026
სამართალი

“ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრდება”- საია სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრობლემაზე

16:54; 13.02.2026
სპორტი

ნიდერლანდებთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

16:48; 13.02.2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13.02.2026
პოლიტიკა

ვრცელდება თუ არა მოქმედ სტუდენტებზე მთავრობის ახალი დადგენილება

15:36; 13.02.2026
სამართალი

ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა- საავადმყოფოში გადაყვანილია მძღოლიც

15:21; 13.02.2026
საზოგადოება

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს

15:18; 13.02.2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13.02.2026
პოლიტიკა

ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს

14:56; 13.02.2026
სამართალი

რას აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მძღოლი

14:19; 13.02.2026
ფინანსები

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13:50; 13.02.2026
ფინანსები

“წავიდა ჩვენი სავალუტო რეზერვები ჩინეთში!” – რომან გოცირიძე

13:40; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო