სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი კომიტეტის წლის ანგარიშის წარდგენაზე გამოეხმაურა.
,,სუს-ის ბრიფინგის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ სამრთალდამცავი სისტემა მუშაობს გამართულად. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ოპერაცია იყო წარმატებული და შედეგები სახეზეა”.
მისივე თქმით, ზოგადად, ანტიტერორისტული თემატიკა მსოფლიოში საკმაოდ წინწამოწეული პრობლემაა.
“ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის თანამედროვე მსოფლიოს პრობელმა და გამოწვევა. და ამ გამოწვევის წინააღმდეგ იბრძვის ძალიან ბევრი, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები, რომლებთან კოლიაციაში საქართველოც იმყოფება ანტიტერორისტული კუთხით. ვერ გეტყვით, რომ სამყარო დაცულია ამ საფრხისგან. არ არის დაცული, მაგრამ სამართალმდაცავი ორგანოები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თანამოქალააქეები მაქსიმალურად იქნენ დაცული. თუ არსებობს რაიმე სახის პრობლემა, ხდება შესაბამისი რეაგირება, ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია. მთავარია სამართალდამცავთა რეაგირება იყოს მყისიერი, კარგად გათვლილი და ორგანიზებული. რაც მთავარია, დასრულდეს ნაკლები მსხვერპლით და შესაბამისად, მიზანი იქნეს მიღწეული“, _ განაცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.