სამტრედიის რაიონში რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში დაღუპულ ახალგაზრდას ვერ კრძალავენ.
24 წლის შაკო ბარამიძე ავტოავარიაში 5 ნოემბერს დაიღუპა. ოჯახი გარდაცვლილის დაკრძალვას შაბათს, 9 ნოემბერს გეგმავდა, თუმცა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დაკრძალვა ოჯახმა იმის გამო გადადო, რომ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა შაკოსთვის წესის აგებაზე უარი თქვეს.
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს „გირჩის ეკლესიის მღვდელმსახურებისთვის“ წესის აგება აკრძალული აქვს და ამბობს, რომ გარდაცვლილისთვის წესის აგების საკითხი სინოდმა უნდა გადაწყვოტოს.
შაკოს „გირჩის ეკლესიის – ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა იმ მიზნით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისგან გათავისუფლებულიყო.