საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო.
“ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინით ,,ვაქსი გრიპ ტეტრათი” პირველ რიგში იცრებიან სპეციფიური, ქრონიკული დარღვევების მქონე პირები. დღეის მდგომარეობით 200- მდე მოქალაქეა აცრილი.
როგორც ამბულატორიული ცენტრის მენეჯერი, ლუარა კახიანი ,, გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნავს, რომ სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში ჩატარებულ არცერთ აცრას უმნიშვნელო გართულებაც კი არ მოჰყოლია.
,,დღეს გავიკეთე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვარ ,,ჯეო ჰოსპიტალსის ” სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მედ ლაბორანტი. მეოთხე წელია, ყოველ შემოდგომაზე ნებაყოფლობით ვიტარებ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომლის შედეგია ის, რომ დაავადებულ კონტიგენტთან ყოველდღიური სამსახურეობრივი შეხების მიუხედავად, კოვიდიც რამდენჯერმე უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე გამოვიარე და ზამთარშიც გრიპი არ დამმართნია”,_ ,, გურია ნიუსთან” საუბარში განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მედ ლაბორანტმა, ირმა ბოცვაძემ. როგორც მედიკოსები ამბობენ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები პანდემიიდან გამომდინარე არ ტარდება. დაახლოებით, 10 წელია, ქართულ მედიცინაში ვაქცინაცია აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა განსაკუთრებული აუცილებლობა კოვიდ პანდემიის პერიოდში შეიძინა.
ავტორი