სამტრედიაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე ოთხი საჯარო სკოლა რჩება: სოფლების საჯავხოს, ეწერის, გომის და დაბლა გომის.
ამ სასწავლო დაწესებულებებში კოვიდ-19-ით დაინფირების შემთვევები მასობრივი შემთხვევები დაფიქსირდა. დისტანციური სწავლების ასინქრონულ მოდელზე გადავიდა სოფელ მელაურის საჯარო სკოლის მეექვსე კლასი. აქ სწავლა შეწყდა პირველ ნოემბერს და განახლდება 14 ნოემბერს.
ქალაქის მე-11 საჯარო სკოლის მესამე პირველი კლასია გადასული ასევე ასინქრონულ მოდელზე ორი ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით; აგრეთვე ქალაქის მე- 4 საჯარო სკოლის მე-7 პირველი კლასი პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის პირველ საჯარო სკოლასთან შეთანხმებული იქნა დისტანციური სწავლების ასინქრონული მოდელი მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასებში. აქ საგანი, რუსული ენა და ლიტერატურა გადავიდა ასინქრონულ მოდელზე პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით. იგივე მდგომარეობაა სოფელ ტოლების საჯარო სკოლაში, ისტორიის საგანში მე-5- დან მეთორმეტე კლასები და მე-9-მე-11 კლასები ასინქრონულ მოდელზეა გადასული, _ ინფორმაცია ,, გურია ნიუსმა” სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოიპოვა.
[sexy_author_bio]