პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” სამტრედიის მერობის კანდიდატად ბადრი ვაშაკიძე დაასახელა. კანდიდატის წარდგენა დღეს მოხდა.
ბადრი ვაშაკიძე, დაიბადა სამტრედიაში 1951 წლის პირველ ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი. ბადრი ვაშაკიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა არაერთ თანამდებობაზე, მათ შორის იყო სამტრედიის გამგეობის კულტურის განყოფილების გამგე, მოგვიანებით_ განათლების განყოფილების გამგე; 2013- 2018 წლებში ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.



































































