დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ღონისძიება ,,მერის ნაძვის ხე”, რომელიც ყოველწლიურად იმართება. სტუმრად მოწვეულები იყვნენ შშმ პირთა დღის ცენტრ ,,ლამპარის” აღსაზრდელები, მრავალშვილიანი ოჯახის პატარები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა შვილები, სოფელ იანეთის მეცხრე უბანში მცხოვრებ რეპატრიანტ მესხთა ოჯახის წარმომადგენლები.
მერის ნაძვის ხესთან მონაწილე ბავშვების გასამხიარულებლად სპეციალურად ჰყავდათ მიწვეულები ანიმაციური ზღაპრის გმირები, ჩატარდა გასართობი თამაშები, რომელშიც აქტიურად ჩაერთო თითქმის ყველა მონაწილე.
სანტა კლაუსმა ბავშვებს საახალწლო ტკბილეული დაურიგა.
საახალწლო ზეიმზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები, სამსახურებისა და საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და განსაკუთრებით ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა.
,,მერის ნაძვის ხე” გაიმართა სამტრედიის მერის მხარდამჭერით და მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით.