დღეს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, იქ შეკრებილ საზოგადოებას 2019 წლის სამუშაო ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაცია იმ სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვას დაეთმო, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელდა.
მოსახლეობას სცენიდან მიმართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ შეხვედრის მონაწილეებს ბედნიერი ახალი წლის შემობრძანება უსურვა.
კულტურის ცენტრის დარბაზში იმყოფებოდა და ბოლოს საზოგადოებას სიტყვით მიმართა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.
მან მოიწონა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პრეზენტაცია, ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებისთვის ზვიად შალამბერიძემ მშენებელ ორგანიზაციებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. მერის პრეზენტაცია დადებითად შეაფასეს შეხვედრის მონაწილეებმა.