სამტრედიის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში სამი პირი რჩება. ავტობანზე დასაქმებულ 20 მარნეულელ მოქალაქეს დაუმთავრდათ თვითიზოლაცია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
,,რაც შეეხებათ საკარანტინო სივრცეში მოთავსებულებს, სამტრედიელი მხოლოდ ერთია დარჩენილი. ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა თვითიზოლაციაში მყოფ პირზე, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა და თვითოზოლაციის დასრულებამდე ერთი დღით ადრე დაუფიქსირდა ტემპერატურა. ამის გამო მოხდა სინჯის აღება, ნაცხის აღება კორონავირუსზე. პასუხი მოვიდა უარყოფითი. დღეის მდგომარეობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა,”_ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” საუბარში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ.