შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი, ბესარიონ შვანგირაძე ჩემპიონი გახდა.
ახლახან თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ვეტერან ძიუდოისტთა შორის საქართველოს პირველობა ჩატარდა, რომელშიც ვეტერანი ძიუდოისტები მონაწილეობდნენ. სამტრედიელი ბესარიონ შვანგირაძე ნომერ პირველ, 30-34 წლიან ძიუდოისტებში გამოვიდა და73 წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა, უფლება მოიპოვა, მონაწილეობა მიიღოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდება.
სამტრედიის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ- გამომძიებელი მუნიციპალიტეტის სპორტულ კლუბ ,,ფალავანის” მწვრთნელ-მასწავლებელიცაა. წარსულში წარმატებული სპორტსმენი რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონი სხვადასხვა წონით კატეგორიაში, როგორც ძიუდოში, ასევე სამბოში.