სამტრედიის ცხელების ზონაში 15 აპრილის მდგომარეობით 5 პაციენტია მოათავსებული. ორი მათგანი გუშინ, ხოლო სამი-დღეს შემოიყვანეს.
ექიმი ინფექციონისტი, მანანა შენგელია ,,გურია ნიუსთან” საუბარში პაციენტების საცხოვრებელ მუნიციპალიტეტებს აკონკრეტებს:
,,ხუთიდან სამი სამტრედიის მკვიდრია, ერთი აბაშიდან და ერთიც ვანიდან გადმოიყვანეს. ეს უკანასკნელი კოვიდ-19-ზე დადატურებული ისაკაძის კლასტერიდანაა. 5-ვე პაციენტს ავუღეთ ნაზოფარინგიალური ნაცხი კოვიდ-19-ზე, რომელიც ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხებს ველოდებით.”
მანანა შენგელიას ინფორმაციით, სამტრედიის ცხელების ზონიდან, 13 აპრილიდან დღემდე, ქუთაისის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 7 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.
15 აპრილის მაჩვენებლებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში 6 პირი იმყოფება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა თევზაძის შეფასებით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია.