ცოტა ხნის წინ გამოცემა „Scientific Reports“-ის სამეცნიერო ანგარიშები გამოქვეყნდა. ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია რომ სამზარეულოს ხელსახოცის, პირსახოცის, ჩაის ტილოს ერთი სანტიმეტრი მონაკვეთზე 5 х 1010-ზე მეტი ისეთი მიკრობია, რომლებიც პნევმონიისა და მენინგიტის პროვოცირებას იწვევს.
ახლახან კიდევ ერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა. ამჯერად მავრიკის სამეცნიერო კვლევის უნივერსიტეტის მკვლევარები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და დამტკიცდა, რომ ის მართლაც საშიშია.
უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებიც მუშაობდნენ სამზარეულოს პირსახოცზე არსებული მიკრობების კვლევებზე და მათ მიერ გამომწვევ შედეგებზე, აგროვებდნენ სხვადასხვა დიასახლისების მიერ გამოყენებულ, გაურეცხავ პირსახოცებს და ატარებდნენ მათზე ლაბორატორიულ კვლევებს.
სულ შეაგროვეს 100 პირსახოცი, რომელთაგან 49%-ზე ნამდვილად იყო მიკრობების და ბაქტერიების უდიდესი ნაწილი. დადგინდა, რომ ბაქტერიების დიდი ნაწილი აღმოჩენილია იმ პირსახოცებზე, რომლებიც მრავალსულიან ოჯახებს ეკუთვნოდათ. ასევე, პირსახოცებზე, რომლებიც გამოიყენებოდა ხელებისა და ჭურჭლის გასამშრალებლად, ანუ უმეტესად სველ პირსახოცებზე.
ჯამში, პროცენტულობის მიხედვით ბაქტერიების გამოვლენის შემდეგი სურათი მივიღეთ – კოლიფორმის ბაქტერია (36.7%), ენდოკოკოზი (36.7%) და სტაფილოკოკური აურეზი (14.3%). ოქროს სტაფილოკოკები უფრო მეტად იყვნენ პირსახოცებზე, რომლებიც ეკუთვნოდა შედარებით დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე და ბავშვიან ოჯახებს. კოლიფორმის ბაქტერიების გამრავლების ფაქტი იზრდებოდა ოჯახებში, რომლებიც უმეტესად ხორცპროდუქტებს მოიხმარდნენ.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბაქტერიები ცხოვრობენ პირსახოცზე, რომელსაც სველი მიზნებისთვის მოვიხმართ – ვამშრალებთ ჭურჭელს, ვიმშრალებთ ხელებს და ა.შ.; ასევე პირსახოცზე, რომელსაც ხორც-პროდუქტების დამუშავების დროს ვიყენებთ და პირსახოცებზე, რომლებსაც მალ-მალე არ ვრეცხავთ.
საშიში შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ხშირად გამოცვალეთ და გარეცხეთ სამზარეულოს პირსახოცი, ჩაის ტილო, ხელსახოცი და აუცილებლად გააშრეთ მზეზე.