გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა.
როგორც imedinews იუწყება, შემთხვევა სოფელ ოლოზში ნადირობის დროს მოხდა.
32 წლის კაცი თანასოფლელებთან ერთად სანადიროდ ტყეში იყო წასული. მოგვიანებით კი ის გარდაცვლილი ნახეს. ჯერ უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი_ კაცს იარაღი გაუვარდა თუ სხვისი ნასროლი ტყვია მოხვდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის შემდეგ მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.