ფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.
27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა.
ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო.
წყარო: ragbi.ge