საფრანგეთში „მონა ლიზას“ შიშველი ესკიზი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნახშირით შესრულებული შიშველი ქალის პორტრეტი, ცნობილი, როგორც „მონა ვანა“ ლეონარდო და ვინჩის სტუდიაშია შესრულებული, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მხატვარი ორივე პორტრეტზე მუშაობდა.
პარიზში, ლუვრის ხელოვნების მუზეუმში ჩატარებული ტესტების შედეგად კურატორებს სჯერათ, რომ აღმოჩენილი ესკიზის შექმნაში ლეონარდო და ვინჩი ნაწილობრივ მაინც მონაწილეობდა.
ლუვრის კონსერვაციის ექსპერტის, ბრუნო მოტინის თქმით, ესკიზის შექმნის თარიღი მე-16 საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ლეონარდოს მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა.