საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება. “ქართული ოცნების“ სახელით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს გააცნეს, პრეზიდენტისა და პარლამენტის მორიგი არჩევნები, მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს ჩატარდება.
მოქმედი კონსტიტუციით, არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი, არჩევნებამდე არა უგვიანეს 60-დღისა.