კერძოდ, გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 7 963-მა მოქალაქემ მოითხოვა (პირველადი განაცხადი), რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 116%-ით მეტია, 2021 წლის 12 თვეში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 3 685-მა მოქალაქემ დაწერა.
მთლიანად კი ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 8 865 მოქალაქეს აქვს დაწერილი.
ამავე სტატისტიკით, მთლიანად 2022 წელს იანვარ-დეკემბერში გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი სხვადასხვა ქვეყნის 217 774-მა მოქალაქემ დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ხუთეულში მაინც შედიან.
12 თვეში გერმანიაში თავშესაფარზე ყველაზე მეტი განაცხადი სირიის მოქალაქეებმა დაწერეს – 70 976 (32,6%); მეორე ადგილზეა ავღანეთი – 36 358 (16,7%) განაცხადით, სამეულში შედის თურქეთი, საიდანაც გერმანიაში თავშესაფარი 23 938-მა მოქალაქემ ითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 11%-ია. ხუთეულში შედიან ერაყი – 15 175 (7%) განაცხადით და საქართველო – 7 963 (3,7%) განაცხადი.
წყარო: bpn.ge